ახალი ამბები

აშშ: ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი, 2024 •
აშშ: ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩო უსურვებს საქართველოს რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე ბედნიერად აღენიშნოს:

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.

შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად,“ — ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც  23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებით, პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის  მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.

საელჩოს ინფორმაციით, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა ვაშინგტონის მერმაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი