გასული ღამის განმავლობაში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალგეთი ადდიდა და მარნეულის ქუჩები დატბორა. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაც.
როგორც „რადიო მარნეული“ წერს, რომ სტიქიის შედეგებს მერიაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მარნეულის” მერის მოადგილემ, როინ დეკანოიძემ განუცხადა და უთხრა, რომ ამ წუთას არსებული ინფორმაციით, არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.
მთავარი ფოტო: რადიო მარნეული.