ახალი ამბები

მღვდელს, რომელსაც ოზურგეთში მოსწავლის შესაძლო ცემა უკავშირდება, მსახურების უფლება შეუჩერეს

16 ოქტომბერი, 2015 •
მღვდელს, რომელსაც ოზურგეთში მოსწავლის შესაძლო ცემა უკავშირდება, მსახურების უფლება შეუჩერეს

გარდა ამისა, უფლებამოსილება შეუჩერდა დირექტორის მოადგილე ნინო გოგეიშვილსაც. 

 

(გურიის) ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა კურთხევით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.10 დღის წინ ჩემთვის ცნობილი გ…

Posted by შემოქმედის ეპარქია on Friday, October 16, 2015


წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის რექტორმა, დეკანოზმა მათე გორდელაძემ დაადასტურა, რომ ამავე სკოლის პედაგოგმა, მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ გასული წლის თებერვალში, გაკვეთილის დროს უფლება მისცა მე-8 კლასის მოსწავლეებს, რომ თანაკლასელისთვის, რომელმაც გაკვეთილზე დააგვიანა, ჯოხი “შემოერტყათ”

 

ოზურგეთის სამრევლო სკოლაში მღვდლის, ვახტანგ თოხაძის ნებართვით მოსწავლისთვის ჯოხის სავარაუდო დარტყმის ფაქტს სწავლობს როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, ისე შემოქმედის ეპარქია, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციას გამოიყენებენ ისინი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.



დეკანოზმა მათე გორდელაძემ ნეტგაზეთს დღეს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კვლავ მოკვლევა მიმდინარეობს და გამოიკითხნენ სკოლის მოსწავლეებიც.

 

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა ოზურგეთში
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა ოზურგეთში

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი