ახალი ამბები

ზუგდიდში კაცმა ცოლი მოკლა – შსს

24 მაისი, 2024 •
ზუგდიდში კაცმა ცოლი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 50 წლის კაცმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პოლიციელებმა კაცი ცხელ კვალზევე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი