ახალი ამბები

ანონსი – 16 ოქტომბერი

16 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი  –  16 ოქტომბერი

10:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელიც ოსური თემის როლის გააქტიურებას, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება.

 

10:30 – ზე  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე და აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა დავითაია  პორტალ “კვირას” პრესკლუბშიპრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საქართველოში ვიზიტი და აგვისტოს ომის გამოძიება.   მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

10:30 საათზე, ბათუმში, სასტურო დივანის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კატასტროფების რისკების შემცირების პროგრამის მესამე ფაზის ოფიციალური დახურვა.

 

11:00 „დემოგრაფიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ლევან ვასაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი „რეპორტიორის” პრესკლუბში გაიმართება

 

11:00 საათზე, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 4000 კონტეინერული ნერგი დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მიიღებენ. საკონტაქტო პირი : ლანა ქარდავა 577 15 85 72

 

11:00 – „ახალი მემერჯვენეების“ ერთ-ერთი ხელმძრვანელი მანანა ნაჭყებია  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა; ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საქართველოში ვიზიტი და აგვისტოს ომის გამოძიება; მიდინარე პოლიტიკური საკითხები.   მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფესტივალს – ჯიფონი საქართველო – გახსნიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე. გახსნას დაესწრება იტალიის ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ფესტივალის უცხოელი წარმომადგენლები.

 

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს. თემები: აბრეშუმის გზის ფორუმი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:00 საათზე, თბილისი ივენთ ჰოლში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი” 2015 გაიხსნება.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური დაესწრება.

 

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ლაშა ციბაძე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარტვილსა და საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის ემზადება. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბრეშუმის გზის ფორუმი და ეკონომიკური საკითხები

 

10:30 საათზე  სასტუმრო ,,ვერე პალასში” (ქუჩიშვილის ქ.24/8)  ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი “ სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი 100-მდე ოპერატორი დაესწრება. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტია.

 

12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს და თბილისის მერს კონკრეტული საქმის დეტალების გასაჯაროებისაკენ მოუწოდებს: “დაგვასწროს და გაასაჯაროვოს კონკრეტული თანხები, რას მოხმარდა ათეულობით მილიონი დოლარი და როგორ მოხდა დანაშაულებრივი სქემის განხორციელება.” მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 საათი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ატარებს მოხალისეების ყოველწლიურ კონფერენციას, თემაზე „მოხალისეობა და ახალგაზრდები – რა გზა გავიარეთ დღემდე! “

 

12:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

 

12:30-ზე “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ხელმძღვანელი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: არაკონკურენტული წინასაარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევები. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბრეშუმის გზის ფორუმი და ეკონომიკური საკითხები

 

12:00-ზე „2030“-ის  წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ   „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობა და სიკეთეები ჩვენი ქვეყნისთვის.  მისამართი:  უშანგი  ჩხეიძის  23.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

 

14.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა  თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ქეთი დოლიძე, მოწვეული სტუმრები.

 

15:00 საქართველოს რეგიონებში, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი.  ქუთაისი, საკრებულოს შენობა

 

16:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს მედიის წარმომადგენლებს  ევროკავშირის  ფინანსური დახმარების ოფიციალური გამოცხადების ცერემონიასა და მედია ბრიფინგზე.

 

17:00 სთ-ზე,  პოეზიის საღამო, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა მუზეუმში.  გია ნიკოლაძე შეხვდება დამწყებ პოეტებს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი