ახალი ამბები

ქუმსიშვილი: 11 ნოემბერს გაიხსნება მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

16 ოქტომბერი, 2015 •
ქუმსიშვილი: 11 ნოემბერს გაიხსნება მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

“ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, როემლიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენ გვაქვს გამოსაყენებელი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ვაჭრობის და ლოჯისტიკის ჰაბი, ადგილი, საიდანაც უნდა მოხდეს განაწილება ძირითადი სავაჭრო გზების. შესაბამისად, ეს არის 1,5 მლრდ–იანი დამატებითი ბაზარი. ეს არის ბაზარი, რომელზეც შესაძლებელია პროდუქტების შეტანა და გაყიდვა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს იმისათვის, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო შევიდეს, დამატებით უნდა გადავიხადოთ 45% საბაჟო გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ ამას, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ, მივაღწევთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ღვინო იქ შევა 0 ან 0–თან მიახლოებული საბაჟო გადასახადით, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი ღვინისა, რომელსაც ვაწარმოებთ, შეგვიძლია გავყიდოთ ჩინეთში,”– განაცხადა დიმისტრი ქუმსიშვილმა

 

მისი განცხადებით, ქართული მხარე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისგან დიდ სარგებელს ელოდება:

 

“დღეს საქართველოს ბაზარი არის გახსნილი. შესაბამისად, ჩინური ტვირთებისთვის, ჩინური საქონლისთვის არის გახსნილი და დღეს ჩინეთი არის ჩვენი სიდიდით მესამე პარტნიორი სავაჭრო ბრუნვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით ძალიან დიდ სარგებელს აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს ჩვენს მეწარმეებზე,”– განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის პირდაპირი ჩართვა ,,მოამბეში”

#SilkRoadForumTbilisi2015 #TbilisiSilkRoadForum2015 #SilkRoad #TbilisiSilkRoad #SilkRoad2015 #აბრეშუმისგზისფორუმი #dimitrykumsishvili,,თბილისის აბრეშუმის გზის” პირველი დღის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შეკითხვებს უპასუხა.

Posted by ეკონომიკის სამინისტრო on Thursday, October 15, 2015


ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშიც მიმდინარეობს, რომელიც თბილისში 15–16 ოქტომბერს ტარდება. ფორუმს 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ ღონისძიებიდან ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ელოდებიან. მისივე თქმით, ფორუმზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ტურიზმი, ტრანსპორტი, ახალი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნა, ინდუსტრიული მიმართულებები, ეკონომიკა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი