“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს, რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიცას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. 30–დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე,”– განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა აბრეშუმის გზის ფორმუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ფორუმზე დასასწრებად თბილისში იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელაგაცია სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, შოხრატ ზაკირის ხელმძღვანელობით.