ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში კონსტუტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, ასევე მიჯნავს ერთმანეთისგან სახელმწიფოსა და ეკლესიას.
“თუმცა კანონები და პოლიტიკა უპირატესობას მართლმადიდებლ ეკლესიას ანიჭებს და აძლევს მათ პრივილეგიებს, რომელიც სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ ენიჭებათ,”– წერია ანგარიშში.
ანგარიშში მოხსეინებულია ტოლერანრობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ანგარიშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას წვლილი შეაქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ მტრულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებში.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა ქობულეთის ინცინდენტი, როდესაც მუსლიმური მედრესეს მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა შენობის შესასვლელი გადაკეტეს და კარზე ღორის თავი მიაჭედეს. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია მოხეში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სადავო ადგილას გამგეობა ბიბლიოთეკის აშენებას აპირებდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წელს მთავრობამ მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს და ხელს უწყობს რელიგიურ ტოლერანტობას, ასევე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. ანგარიშში მოხვდა მთავრობის მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძებებიც, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სამთავრობო სააგენტოს შექმნაც, რომელიც კომპანსაციას უხდის 4 რელიგიურ ჯგუფს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში მიადგათ. ანგარიშში შევიდა ის ფაქტიც, რომ არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები სააგენტოს შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებენ, რადგანაც კომპანსაციის მისაღებად სხვა რელიგიური ჯგუფები არ შეირჩნენ.