ახალი ამბები

19–20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს 8 წევრს აირჩევს

14 ოქტომბერი, 2015 • 1074
19–20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს 8 წევრს აირჩევს

საქართველოს პარლამენტმა კი საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი 5 ოქტომბერს გამოაცხადა. 

 

საპროკურორო საბჭო ირჩევს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას. იუსტიციის მინისტრი საბჭოს 3 კანდიდატს წარუდგენს. 

 

საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრია. 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს, აქედან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საბჭოს დანარჩენი წევრები იქნებიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები.



მასალების გადაბეჭდვის წესი