“მე საერთოდ ვერ გავიგე, რა თქვა და რა მოითხოვა, როცა გავიგებ რა სურს ბატონ პრეზიდენტს, მერე შემიძლია ჩემი პოზიცია გამოვხატო. რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს: გაზპრომთან მოლაპარაკებები ყოველწლიურად იმართება ერთი მარტივი მიზეზის გამო: საქართველოს გავლით გადის სატრანზიტო გაზი და ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად უნდა განახლდეს,”– განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 13 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა, რათა მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილონ “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა”.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე შეხვედრებს მართავს “გაზპრომის” წარმომადგენლობასთან.