პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, დავით ზალკალიანი უკვე რამდენიმე თვეა ლევან მიქელაძის ფონდში გადავიდა. ზალკალიანი ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. იგი ამ თანამდებობაზე 2014 წლის 27 თებერვალს აირჩიეს.

12 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ პარტიის კიდევ ერთი წევრის, ვიქტორ დოლიძის შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომ დოლიძე პარტიის დატოვებას არ გეგმავდა. პარტიის პრესსამსახურში დღეს ნეტგაზეთთან ასევე უარყვეს ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრების, ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის პარტიიდან წასვლის შესახებ.





