ახალი ამბები

პაპუაშვილის განმარტება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქმიანობის შეჩერებაზე

14 ოქტომბერი, 2015 •
პაპუაშვილის განმარტება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქმიანობის შეჩერებაზე

“პოლიტიკოსები თავისუფალი არიან თავიანთ გამონათქვამებში, ამიტომ ამ დებატებში არ შევალ. იმას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მიდიოდნენ ხშირად, ახლანდელი პოლიტიკოსები, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქმეებსაც იგებდნენ და მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, ახლა უცებ გახდა პოლიტიკურად ანგაჟირებული, თან 5/4–ზე გადაწყვატილება 4/5–ის შემთხვევაში არ იქნებოდა ალბათ მათი აზრით ანგაჟირებული. ამიტომ, მე მგონი, ამაზე ზეწდმეტია კომენტარის გაკეთება. საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსტიტუციიდან და კანონიდან გამომდინარე. თან, მით უმეტეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამაზეც ხაზს ვუსვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დროებით შეაჩერა მოქმედება იმიტომ, რომ თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, გაუსწორებელი შედეგი არ დადგეს, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ჩვეულებრივ ამოქმედდება ის ნორმები, რაც იყო დაგეგმილი,”– განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ. 

 

გიორგი პაპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი

გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლო იმაზე კი არ იმსჯელებს, ახალი სააგენტო ჯობს თუ ეროვნული ბანკი.

 

“მსჯელობა იქნება მხოლოდ იმაზე, თუ ვის კომპეტენციას მიეკუთვნება ამგვარი საკითხების დარეგულირება,”– აცხადებს პაპულაშვილი.

 

12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პარლამენტარების – ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები (სულ 39 დეპუტატი) – სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც დროებით შეაჩერა ახლად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი