ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი “საქართველოში ახლობლების მონახულების” მიზნით დამატებით გამშვებ პუნქტს ხსნის

13 ოქტომბერი, 2015 • • 1231
ცხინვალი “საქართველოში ახლობლების მონახულების” მიზნით დამატებით გამშვებ პუნქტს ხსნის

საუბარია ცხინვალის კონტორლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფელ ხელჩუაზე, სადაც სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გამშვები პუნქტი გაიხსნება. 

 

სამხრეთ ოსეთში ამ დრომდე საზღვრის კვეთის სამი ადგილი ფუნქციონირებდა: ორი- ჯავის რაონში და ერთი – ლენინგორის [ახალგორი]. სოფელი ხელჩუა ქართულ დასახლებულ პუნქტს, ზარდიანთკარს ესაზღვრება. იქ, ოსური მხარის ცნობით, რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობს.  

ცხინვალის წარმომადგენელთა განმარტებით, სოფელ ხელჩუას მოსახლეობის პირადი თხოვნის შედეგად გაიხსნება გამშვები პუნქტი.

 

“უკიდურესაც მნიშვნელოვანია საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანთა ნათესაური კავშირების გათვალისწიება”, – აცხადებს პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. გამშვები პუნქტის გახსნის წინადადებას მთავრობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი