ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა
ამჟამინდელი დაძაბული მოვლენები ერევანში, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის დაწყებამ განაპირობა, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ხასიათს ატარებს. თუმცა, გვერდს ვერ უვლის დიდ საგარეოპოლიტიკურ კონტექსტსაც.
სომხეთის ხელისუფლებასთან აფელირებული საინფორმაციო რესურსები მოსკოვის მიერ პროტესტის მონაწილეების დახმარების განზრახვას ვარაუდობენ. პროტესტის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მისი ლიდერის, სასულიერო პირის ბაგრატ გალსტანიანის უკან დგას, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც, თავის მხრივ, კრემლთან სიახლოვეს არ მალავს. ამასთან, თავად პროტესტის ბუნება იმდენად მრავალსახოვანია, რომ მოსკოვმა, რომელსაც, შესაძლოა მართლაც ჰქონდეს სიმპატია მის მიმართ, საეჭვოა, რომ ამ ინტრიგაში საკუთარი ფსონი დადოს. მათ შორის, იმიტომაც, რომ სომხეთთან სამომავლო სტრატეგიაში ჯერ საერთოდ ვერ გარკვეულა. რაც დღესდღეობით, დიდწილად განსაზღვრავს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებსაც.
გამარჯვების დღე
მოსკოვმა გამარჯვების დღისთვის ფართო საგარეოპოლიტიკური მენიუ მოამზადა. 7 მაისს მეხუთე ინაუგურაცია, 8 მაისს – ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომა, 9 მაისს – აღლუმი. ერევნის განცხადება, რომ ის ინაუგურაციაში არ მიიღებს მონაწილეობას, ბევრმა თავიდან დემარშად და გამოწვევად აღიქვა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ინაუგურაციის ფორმატი არ ითვალიწინებდა სტუმრების მრავალრიცხოვნობას, მათ შორის, ყველაზე ერთგულებსაც კი, როგორიც არიან, თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები.
ეს ფაშინიანისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. რაც შეეხება აღლუმს, მასზე თავად ალექსანდრ ლუკაშენკომაც კი საკუთარი მონაწილეობა საკმაოდ არადასამახსოვრებელი გახადა. ამასთან, ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი დაუსწრებლობის მიზეზად ამ დღეს საკუთარ ქვეყანაში ყოფნის უფლებით ახსნას, რითაც ისარგებლა კიდეც ფაშინიანმა. მითუმეტეს, რომ სომხეთში მძაფრი, თუნდაც არსადღესასწაულო მოვლენები მზადდებოდა.
საქმე სხვაგვარად იყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომასთან დაკავშირებით, რომელსაც სომხეთი თავმჯდომარეობს და სადაც ის ენთუზიაზმით მონაწილეობდა. შეიძლება ითქვას, პაკეტის ერთი მესამედი შესრულდა, რაც ზუსტი მაჩვენებელია დღეს მოსკოვისა და ერევნის ურთიერთობების დონისა.
მითუმეტეს, იყო მეოთხე ღონისძიებაც: ფაშინიანისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა. სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე, პუტინის დამხმარეებმა აღიარეს, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის პრობლემები არსებობს. თუმცა, ის უკმეხი ტონი, რომელსაც სომხეთის ხელისუფლების მიმართ რუსეთის საგარეო აძლევდა უფლებას, განსაკუთრებით ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას გამოსვლებში, კრემლს არ ჰქონია, – პირიქით, – მან ფორმალური კორექტულობა შეინარჩუნა.
ტონალობაში ზღვრების დაწესება რუსეთ-სომხეთის ინტრიგის საფირმო ნიშანია. ამასთან, ინტრიგის მიღმა რჩება პუტინი, რომელსაც არ სურს ოდესღაც საიმედო მოკავშირის ხატის მსხვრევა, მოსკოვის წყენებზე საუბარი კი საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მინდობილი. ამ გზით კრემლი სიგნალს გზავნის, რომ მისი თამაში კავკასიაში არ არის დასრულებული და მხოლოდ დაპაუზებულია უკრაინაში ომის გამო.
სწორედ აქედან გამომდინარეობს ერევნის ქცევაც – ერევანი მზადაა დაუხლოვდეს ევროპას იმ დონემდე, რა დონეზეც თავად ევროპა იქნება მზად.
ერთი მხრივ, სომხეთი იყენებს ყველა რესურს, რომ შექმნას საკუთარი ისტორიული პერეფორმატირებისა და დასავლეთისკენ სვლის შთაბეჭდილება. ეს თემა სომხეთის უშიშროების საბჭოსა და მისი ხელმძღვანელ არმენ გრიგორიანს აქვთ მიბარებული, რომელიც ყველაზე კონკრეტულად საუბრობს. ასევე, მეტ-ნაკლებად ახმოვანებს ამას პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი და ნაწილობრივ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. ისინი ქმნიან შესაბამის საინფორმაციო ფონს და აქტუალურ დღის წესრიგს.
უსაფრთხოების სადღეგრძელო
თავად ფაშინიანი ოფიციალურად ამაზე არ საუბრობს, მეტიც, ის ხაზგასმით საუბრობს რუსეთთან საკუთარი უკმაყოფილების მიზეზებზე, რომელთაგან მთავარი უსაფრთხოების საკითხია, სადაც მოსკოვმა, როგორც ამას სომხეთში მიიჩნევენ, იმედი გაუცრუა სომხეთს. ეს კი, პირველ რიგში ОДКБ-ს შეეხება, რომელიც არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტში. თუმცა, ინტეგრაციის სხვა დანარჩენი ფორმები, პირველ რიგში კი ეკონომიკური, ასევე ხაზგასმით, მისაღებია.
ფორმალური კუთხით, მოსკოვის არგუმენტები ОДКБ-ზე დამაჯერებელია. ამასთან, საქმე არა მხოლოდ 44 დღიან ომს შეეხება – შემდეგ შეტაკებებსაც, სადაც აზერბაიჯანს არც დაუმალავს საკუთარი ზრახვები. ის ახსენებდა, რომ საზღვარი არ არის დელიმიტირებული და “ნაცრისფერ ზონაში” არავინ არ იღებს ვალდებულებებს. ამ თეზისს მოსკოვი მხარს უჭერდა, ერევანი კი – ეწინაღმდეგებოდა. თუმცა, მხარეებს, ასევე ესმოდა ისიც, რომ წყენა არგუმენტად არ გამოდგებოდა, და რომ ბოლოსდაბოლოს, ფორმალური კუთხითაც კი, ე.წ. სტრატეგიული მოკავშირეობა უფრო სადღეგრძელოა. არა მხოლოდ ОДКБ, არამედ “დიდი” შეთანხმებაც სომხეთს და რუსთს შორის, არ აკისრებს იმ ვალდებულებებს მხარეებს, რომელსაც ზოგჯერ ერევანში თარგმნიან NATO-ს ვაშნგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლის ანალოგად, რომელის შესაბამისად, ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ბლოკზე თავდასხმას ნიშნავს. მეტიც, ანალოგიური შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ნაწილობრივ ორმხირივ უსაფრთხოებაზე, არანაკლები ძალისაა. შესაძლოა, მეტი ძალაც გააჩნდეს, რამდენადაც მოკოსვი ვალდებულებას იღებს, სეპარატიზმის ნებისმიერი გამოვლენისას, ზომები მიიღოს.
სომხურიდან აზერბაიჯანულად თარგმნა
შესაძლოა, ამაზეც იყო საუბარი იმ დარბაზშიც, სადაც პუტინი და ფაშინიანი იმ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ხელისშემშლელ პრობლემებს განიხილავდნენ.
ერთ-ერთი ასეთია სომხეთში რუსი მესაზღვრეების თემა. რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხი, ესეც სიმბოლური.
სომხეთი, როგორც ცნობილია, სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელი ქვეყანაა, სადაც რუსი სამხედროები ჯერ კიდევ დგანან. აზერბაიჯანი კი სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვეს. რითაც საკუთარი სამშვიდობო მისია დაასრულეს, რომელსც ერევანში, ისევ და ისევ არასწორად, მოვალეობად მიიჩნევდნენ. სომხეთში გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის მიღმა, რუსი სამხედრო მოსამსახურეები წარმოდგენილი არიან მესაზღვრეებად. საზღვარს თურქეთთან და ირანთან, ისინი ჯერ კიდევ 1992 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე იცავენ.
თუმცა, რომელი დოკუმენტების საფუძველზე იცავენ რუსები სახელმწიფო საზღვარს ერევნის საერთაშორისო აეროპორტ ზვარტნოცში, ამ საკითხებში ყველაზე გათვითცნობიერებულებიც კი ვერ იხსენებენ. აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზოლში კი, რომელიც 44 დღიანი ომის შემდეგ გაჩნდა, რუსეთმა თავად სთხოვა ერევანს სამხედროების ჩაყენება. რამდენიმე კვირის წინ კი, ერევანმა მიმართა მოსკოვს თხოვნით ზვარტნოცი დატოვოს. სომხეთ-აზერბაიჯანის დელიმიტირებული საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გამოყვანაზე მოსკოვში პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრაზე შეთანმდნენ, რაც ერევანში დიპლომატიურ გამარჯვებად აღიქვეს.
რუსების გამოყვანაზე ირანული და თურქული ნაწილებიდან ჯერ არაა საუბარი და ეს ბუნებრივია.
მოსკოვისთვის, მისი რეალური პოლიტიკისთვის სომხეთი არასოდეს ყოფილა ღირებული ფაქტორი. ის სხვადასხვა სიტუაციაში მხოლოდ მეორე რგოლს წარმოადგენდა. რაც შეეხება ბაქოს, რუსეთი ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა დროიდან, მუდამ აფასებდა კარგ ურთიერთობას ბაქოსთან და გარკვეულწილად, ანკარის მიდგომებს იმეორებდა.
ერევანთან შეთანხმება ტავუშიდან და სიუნიკიდან მესაზღვრეების გამოყვანაზე, დიდი ალბათობით, მოსკოვის ბაქოსთან შეთანხმების შედეგია. რეალურად, რუსი სამხედროები, რომელთა მისიაა, თუნდაც თეორიულად ბაქოს წინააღმდეგ ყოფნა, შეურაცხმყოფელია დღეს ბაქოსთვის, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ილჰამ ალიევს არ დაჭირვებია განსაკუთრებული არგუმენტების დასახელება მოსკოვის დასარწმუნებლად, უარი ეთქვა, მსგავს ორმაგ სტანდარტზე მათ ურთიერთობებში.
ის, რომ რუსული უსაფრთხოების სისტემა ყოველთვის მითი იყო და რომ მოსკოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ არასოდეს იომებს, ერევანში კარგად ესმოდათ
ლეგენდები სტრატეგიულ მოკავშირეობაზე სომხური ელიტებისთვის ლოიალობის გამოხატვა იყო ყოველთვის და საშუალება, სომხეთში ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა მოსკოვზე გადატანის. ამას კარგად ახერხებდა კიდეც ერევანი, რამდენადაც რუსეთს ჰქონდა გადაცემული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც. ეს მოდელი ყველა მხარეს აძლევდა ხელს.
თუმცა, ფაშინიანის მოვლენამ და მისმა საკავალერიო დიპლომატიამ აზერბაიჯანის მიმართულებით, დაამსხვრია ეს მოდელი. ამასთან, მოსკოვისთვის გაიხსნა ის პერსპექტივები, რომელსაც ის დიდი ხანი და წარუმატებლად ელოდა ყარაბაღში: 44 დღიანი ომის დასასრულს, თუნდაც ანკარას და ბაქოს პარალელურად, გლობალური საკომუნკაციო ჰაბის განმკარგველის როლს ანიჭებდა.
თუმცა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ რუსეთის მსგავსად ზანგეზურის დერეფნით არავინაა დაინტერესებული, სომხეთი პირველად აღმოჩნდა ღირებული ფაქტორი, რაც დაუყოვნებლივ გამოიყენა ერევანმა. ეს სრულიად რაციონალური სვლა იყო.
რუსეთი ვერ იქნება გადამრჩენელი, თუმცა არც დასავლეთს შეუძლია ერევნისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებაა. რაც საბოლოო ჯამში, ნიშნავს რეგიონში საკუთარი ადგილის ეტაპობრივ გადახედვას. პირველ რიგში, ამისთვის უნდა დასრულდეს საკუთარ თავზე, როგორც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაგრძელებაზე წარმოდგენა. მოსკოვმა ერევანს წყენის საბაბი მისცა, ერევანი ამ საბაბს იყენებს პერეპოზიციონირების მზაობის ჩვენებაში, რაც არაა ცოტა, თუმცა არც ბევრი.
ამგვარად მოსკოვი და ერევანი ახალ დროებით ბალანსს მიუახლოვდნენ. შეცვლილ სიტუაციაში მოსკოვს აღარ შეუძლია საკუთარი გავლენის იმიტირება. ეს გავლენა, რეალურად მხოლოდ ურთიერთსასარგებლო სამუშაო იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ელიტებთან და არანაირად სტრატეგიული კონტროლი, რისი ჩვენებაც უნდოდა რუსეთს.
როდესაც 44 დღიანი ომის კვალი გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ ერევანზე ზეწოლის სადავეები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ჩანდა აქამდე, რაც, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის ფონზე გამონჩდა. ერთი სიტყვით, მოსკოვს არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გაყინოს აქტიურობა ამ მიმართულებით და ლოდინის რეჟიმში გადავიდეს. მსგავსი პოლიტიკა არ არის მისი ძლიერი მხარე, თუმცა, არც სხვა სამოქმედო ვარიანტი გააჩნია.
სიჩქარე არც სომხეთისთვისაა სასარგებლო, მითუმეტეს, როცა მისი ხელისუფლება ქვეყნის ფორმატის მთლიანად შეცვლის რეალური რევოლუციისთვის მზად არაა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სასაზღვრო ბოძი თავუშში – ერთადერთი კონკრეტიკაა ფაშინიანის მიერ ანონსირებულ ცვლილებებში, მითუმეტეს, ერევანში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი შეჩერებულია და ბაქოც სომხეთში დესტაბილიზაციის რისკების შემცირების მიზნით, ამ საკითხს გაგებით ეკიდება.
ОДКБ – ს არა, მესაზღვრეებს – ნაწილობრივ არა, ინტეგრაცია ევრაზიული ეკონომიკურ კავშირში, განსაკუთრებით ენერგეტიკის ბაზარზე, რომელსაც ფაშინიანმა თავის უკანასკნელ გამოსვლაში ორგანიზაციის სხდომაზე მხარი დაუჭირა – კი. ასევე, სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან, რომელიც მითუმეტეს, დასვლური სანქციების ავლის ხარჯზე იზრდება – ასევე, კი. ერთი სიტყვით, თუ ფორმულირებებზე მიდგა საქმე, სავარუდოდ ეს იყო პუტინთან ფაშინიანის საუბრის თემაც.
არსებობს ორივე მხარისთვის მიუღებელი ხაზები, რომელიც ორივე მხარეს ასევე კარგად ესმით. მოსკოვი დრო და დრო იძულებულია, ბევრ საკითხს თვალზე თითებაფარებულმა შეხედოს და ბრუტალურად არ იმოქმედოს. ამასთან, ჰქონდე იმედი, რომ ეს პერიოდი ოდესმე დასრულდება. სომხეთს კი, თავის მხრივ, აქვს ახლა ეს დრო, რომელიც უნდა გამოიყენოს.