ახალი ამბები

კახიშვილი: მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების გარეთ მუშაობას შეძლებენ

12 ოქტომბერი, 2015 •
კახიშვილი: მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების გარეთ მუშაობას შეძლებენ

“მზადდება ბრძანების პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს იმუშაონ პენიტენციური დაწესებულების გარეთ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. მუშავდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ნივთები და მიიღონ შესაბამისი საფასური“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

12 ოქტომბერს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას „ღია მმართველობის“ ფორმატში სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა და საზოგადოებას პენიტენციური სისტემის მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო.

 

კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო
კახა კახიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი