ახალი ამბები

„გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება” – 4GB გაუქმდა

16 მაისი, 2024 •
„გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება” – 4GB გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიაჩნიათ ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება:

„ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს! შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს.

ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. ჩვენ ისევ შევხვდებით!,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი