ახალი ამბები

ანტირუსული აქციები თბილისსა და ბათუმში – 15 მაისი

15 მაისი, 2024 •
ანტირუსული აქციები თბილისსა და ბათუმში – 15 მაისი

თბილისსა და ბათუმში 15 მაისს, საღამოს კვლავ იმართება ანტირუსული აქციები. ორივე ქალაქში მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ კანონს, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.


  • თბილისში სტუდენტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და გმირთა მოედნამდე მოაწყვეს მსვლელობა. 20.25 საათზე გმირთა მოედანი უკვე გადაკეტილია. 

 

20.00 სტუდენტების მსვლელობა თბილისში:

ანტირუსული აქცია თბილისში – სტუდენტები რუსული კანონის მიღებას 15 მაისსაც აპროტესტებენ. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი

19.30:  თბილისში სტუდენტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობას აწყობენ გმირთა მოოედნის მიმართულებით.


19.00 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმშიც:


მოვლენების განვითარებას თვალი ადევნეთ აქ, მასალა განახლდება, ასევე “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” სოციალური მედიის არხებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი