ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სოკარი” მზადაა კონკურენცია გაუწიოს რუსულ “გაზპრომს” საქართველოს ბაზარზე

12 ოქტომბერი, 2015 • • 936
“სოკარი” მზადაა კონკურენცია გაუწიოს რუსულ “გაზპრომს” საქართველოს ბაზარზე

მისი თქმით, საქართველოში რუსული გაზის მიწოდების შესაძლო ზრდა საქართველოში კონკურენტულ გარემოს გაზრდის. 

 

“ეს თავისუფალი ბაზარია და სხვა კომპანიების არსებობა მასში კონკურენციას და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს გაზრდის. თუ საქართველო რუსული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბუნებრივია, ჩვენ ახალი პირობებთან ადაპტირებას დავიწყებთ და განვითარებას განვაგრძობთ. მაგრამ მთლიანობაში მზად ვართ კონკურენციისთვის”, – აცხადებს მამედოვი. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს “გაზპრომის” წარმომადგენლებთან. 


მოულოდნელი იყო აზერბაიჯიანისა და საქართველოს მედიისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბაქოში გუშინ, 11 ოქტომბერს. როგორც haqqin.az წერს, ღარიბაშვილი მაშინვე პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შესახვედრად გაემართა. 


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა, ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების  გაღრმავების პერსპექტივებს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   

მასალების გადაბეჭდვის წესი