“მსგავსი დონის ღონისძიების ჩატარება დიდი დღესასწაული იქნება”,- განაცხადა ხაჯიმბამ ConIFA-ს დელეგაციასთან შეხვედრის დროს.
ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს.
ეს ჩემპიონატი, როგორც კრის ტოფი, ConIFA-ს ვიცეპრეზიდენტი ამბობს, ConIFA-ს ისტორიაში საუკეთესო უნდა იყოს.
ConIFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფეხბურთის ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების საკითხს მხარი 2015 წლის 8 ივლისის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა.
ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა, ის აერთიანებს იმ 25 გუნდს, რომელიც FiFa-ში არ შედის. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ივნისში აფხაზეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. სოხუმის ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო უთხრეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |