ახალი ამბები

ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ყველა უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

31 ოქტომბერი, 2015 •
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ყველა უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ტარდება.


საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.

 

რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.

 

საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა

 

ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში  50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში ­– 39 საარჩევნო უბანზე.

 

გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღეს, 31 ოქტომბერს ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში – 1, ვანის საარჩევნო ოლქში – 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი


 

ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უბნების დახურვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ შეჯამების პროცესს და როგორც კი მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიების ოქნები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისინი ცესკოს ვებ-გვერდზე აიტვირთება. ანა მიქელაძის განცხადებით, პარალელურ რეჟიმში იწარმოებს ხმების დათვლაც.

 

 
“ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ღამის 12 საათისთვის პირველადი ინფორმაცია გვქენება,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

 

 

 

 

ცესკოს ცნობით, არჩევნების დღეს დააკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის – 22 დამკვირვებელი და მედიაორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.


საკრებულოს შუალედური არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნები ტარდება 4 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, დმანისში 4 საარჩევნი უბანზე, ვანში – 1 საარჩევნო უბანზე, ხობში – 1 საარჩევნო უბანზე და საგარეჯოს 2 საარჩევნო უბანზე.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი