ახალი ამბები

“დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან” – ზურაბ ჯაფარიძე

12 მაისი, 2024 •
“დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან” – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა უკვე მესამედ სცადეს.

პირველად, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა 9 მაისს სცადეს. სწორედ ამ დღეს დაესხნენ თავს მის ძმასაც, გია ჯაფარიძეს, რომელსაც ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის მეორე მცდელობა 10 მაისს იყო, რომელიც ჯაფარიძემ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით მოიგერია.

“2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი. ამჯერად, პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე – გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში. მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი.

პატრული, ცხადია, მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ. ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს – კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და ანტირუსული აქციების მონაწილეებს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი და შეიარაღებულო ადამიანები ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი