ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძის თქმით, გუშინ ღამით სახლთან ნიღბიანი პირები ჩაუსაფრდნენ

10 მაისი, 2024
ზურა ჯაფარიძის თქმით, გუშინ ღამით სახლთან ნიღბიანი პირები ჩაუსაფრდნენ

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ, 9 მაისს, გვიან ღამით სახლთან ნიღბიანი პირები  ჩაუსაფრდნენ, თუმცა მასზე თავდასხმა ვერ მოახერხეს.

ჯაფარიძის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე პირი შენიშნა, რომლებსაც სახე პირბადეებით ჰქონდათ დაფარული და იმალებოდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს.

7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.

8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმის ფაქტები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი