ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცში საზღვრის გადმოწევას ადასტურებს

1 ოქტომბერი, 2010 • • 1143
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცში საზღვრის გადმოწევას ადასტურებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, სოფელ დიცში, საზღვრის სადემარკაციო  ნიშნები ნახა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, რაც რეგიონში იმყოფებიან და ხუთ სოფელში– ზემო და ქვემო ნიქოზში, დიცში, ქორდსა და არბოში – სადამკვირვებლო სამუშაოებს ატარებენ.

სტივ ბერდი,  პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ”ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მოგვიანებით გააკეთებს.

მანამდე კი  მისიის წარმომადგენლები კვლავ რჩებიან სოფლებში და, ტერიტორიების დათვალიერებასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობისგან იღებენ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი