ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში

18 აპრილი, 2024 • 1529
ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში

ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა  ალეკო ელისაშვილი, რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, თუმცა პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში.

ელისაშვილი კანცელარიასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან მივიდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

კანცელარიასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უცნობია, ამჟამად სად იმყოფება დეპუტატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ნეტგაზეთის კითხვას არ პასუხობს. საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ელისაშვილი “გაარიდეს ტერიტორიას”.


აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

“დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან”, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის  განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ.


დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებიც, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი