ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი: საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი

17 აპრილი, 2024 • 953
მერაბ დვალიშვილი: საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი.

საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – წერს დვალიშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ამავე თემაზე:

ილია თოფურია: მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს

არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე


რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი