თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი კიდევ დააკავეს.
ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები დაკავებისას აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ კიდეც.
მათ შორის კადრში ჩანს, როგორ უტყამს სპეცრაზმელი გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს:
„რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც უკან მივყვებოდი, ვიღებდი ჩვეულებრივად. უკან რომ გამოვიხედე, მომყვებოდნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც ხელი შემიშალეს მუშაობაში. ერთმა ტელეფონი წამართვა, მეორემ სახეში დამარტყა. ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. თავიდან არ ესმოდათ, მერე როგორღაც გაიგეს და ტელეფონი დამიბრუნეს“ ,— ეუბნება ქეშელაშვილი ტელეკომპანია „პირველს“.