ახალი ამბები

როდის დატოვებს ციხეს ლაზარე გრიგორიადისი?

13 აპრილი, 2024 • 2697
როდის დატოვებს ციხეს ლაზარე გრიგორიადისი?

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა ციხეს პრეზიდენტის შეწყალებით დატოვებს.

სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა შეწყალების აქტზე ხელი ჯერ არ მოუწერა, რამდენადაც წინ ტექნიკური პროცედურებია.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნული პროცედურების ასახსნელად ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატი გვეუბნება, რომ იმისათვის, რომ შეწყალების აქტი გამოსცეს, პრეზიდენტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სჭირდება, რომელიც დაცვის მხარემ ოფიციალურად უნდა ჩააბაროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ადვოკატის განცხადებით, ამისთვის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან სამი სამუშაო დღე აქვს. ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ პრეზიდენტი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს რის შემდეგაც ლაზარემ ციხე დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

შესაბამისად, ადვოკატის თქმით, მაქსიმალური ვადა, როცა ლაზარე ციხეს დატოვებს არაუგვიანეს ოთხშაბათისა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი