მწერალი რეზო თაბუკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე თავის მოსაზრებას სოციალურ მედიაში ავრცელებს.
“ეხლა ერთ-ერთი არხიდან დამირეკეს და უარი ვუთხარი კანონთან დაკავშირებით ჩაწერაზე.
სამწუხაროდ, ყოველ ჩვენ არხს ზურგს უმშვენებს ან ერთი პატიული მხარე, ან მეორე, ასე რომ, სულ სიბრძნეები რომ აფრქვიო და ანალიზის გარჩევა ითხოვო, მაინც იმ მხარის ქომაგი აღმოჩნდები, ვის არხზეც მიგიწვიეს.
ამიტომ, ჩემ ფბ გვერდს ვიტოვებ ამ კანონის თუ სხვა თემების განსახილველად, აქედან უფრო “დამოუკიდებლად ჟღერს ” სათქმელი.
ამ კანონის მიღებამ უკვე ბევრი სიმახინჯე და დაპირისპირება დაგვანახა, როგორი მონდომებით და კაზუისტიკითაც არ უნდა იყოს იგი ახსნილი ორივე მხრიდან, მტრობის მეტი არაფერი მოიტანა.
და აქამდეც ვთქვი, რომ ამ კანონში ნაღმი დევს, რომლის ყოველ გაცოცხლებისას, ყოველ ჯერზე ერთმანეთის პირისპირ და საგინებლად “აღდგება” ხმალდა-სიტყვა ალესილი ხალხი, და … პერსპექტივა კი არაერთხელ გვინახავს”, – წერს ის ფეისბუკზე.