ახალი ამბები

კალაძის თქმით, ბანერების გაკვრისთვის „ორივე მხარე“ დაჯარიმდება

10 აპრილი, 2024 • 799
კალაძის თქმით, ბანერების გაკვრისთვის „ორივე მხარე“ დაჯარიმდება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებში მიზანმიმართულად ხდება ბანერების გაკვრა „როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან“ და დამრღვევები დაჯარიმდებიან.

„მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ თქვა, რომ მანამდე სოციალურ მედიაში „დაარეპორტეს“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „უწყინარი ბანერები“.

„ჩვენ შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ“, — თქვა მან.

Facebook-მა დეზინფორმაციად მონიშნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებული „ქარდები“ პარლამენტში ინიციირებულ „რუსული კანონი“ შესახებ. შემდეგ თბილისის ქუჩებში, მათ შორის გაჩერებებზე, გამოჩნდა პლაკატები, სადაც საუბარია, რომ კანონპროექტი ევროპულია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გადახაზული ფოტოები, წარწერით „სამშობლო არ იყიდება“. ამ ბანერების ნაწილი სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ჩამოხიეს და გააკრეს რუსული კანონის საწინააღმდეგო პლაკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი