ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო აფხაზეთს ელ. ენერგია გრაფიკით მიეწოდება

9 აპრილი, 2024 • 1324
ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო აფხაზეთს ელ. ენერგია გრაფიკით მიეწოდება

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ენგურჰესზე ავარია მოხდა, რის გამოც სადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. აფხაზეთში ენერგოდეფიციტის გამო 7 აპრილს ამოქმედდა ელექტროენერგიის ექვსსაათიანი გამორთვის რეჟიმი.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მერვე კილომეტრზე მოხდა. დაზიანდა ბეტონის კედელი, ხოლო მისი ფრაგმენტები ტურბინის განყოფილებაში ჩავარდა.

ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გადაწყდა დენის გამორთვა დღეში ექვსი საათით — ორი საათით დილით, შუადღეს და საღამოს. ელექტროენერგია დე ფაქტო რესპუბლიკას ამჟამად რუსეთიდან მიეწოდება.

წინასწარი მონაცემებით, აღდგენითი სამუშაოები 15 აპრილამდე გაგრძელდება.


„ენგურჰესი“ ელექტროენერგიით ამარაგებს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეებს. „ენგურჰესი“ ერთადერთი რეალური შეხების ობიექტია დღეს აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, რომელზეც ომის დასრულების შემდეგ არავინ დავობს. ქართულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო მისი სრული დაფინანსება [დასავლური ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით] ჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი