ახალი ამბებიკომენტარი

„გვიანია იმის მტკიცება, რომ ეს არ არის რუსული კანონი, ამას უკვე ჰქვია რუსული“ – თემურ ჭყონია

8 აპრილი, 2024 • 887
„გვიანია იმის მტკიცება, რომ ეს არ არის რუსული კანონი, ამას უკვე ჰქვია რუსული“ – თემურ ჭყონია

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოლიტიკოსების აზრი, რომლებმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღონ. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ევროკავშირში არც მიგვიღებენ, არც გამოგვაგდებენ. ვინც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, მათი აზრია მნიშვნელოვანი.

ისინი ამბობენ, რომ ამ კანონით ვერ მიგიღებთო, ესე იგი ვერ მიგვიღებენ, რად უნდა ამას ლაპარაკი“ ,- ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია რუსულ კანონზე, რომელიც „ოცნებამ“ დაპირების მიუხედავად, რომ აღარ დააბრუნებდა, ისევ შეიტანა პარლამენტში დასამტკიცებლად.

ბიზნესმენის აზრით, კანონპროექტს არ მიიღებენ და ამის მიზეზი საზოგადოების დამოკიდებულებაა:

„არა მგონია, რომ ეს მიიღონ. საზოგადოებას სხვა დამოკიდებულება აქვს ამ კანონის მიმართ და საზოგადოების აზრის გათვალისწინება საარჩევნო პერიოდში აუცილებელია. მე როგორც ინფორმაცია მაქვს, და თქვენც ასევე, საზოგადოების უდიდესი ნაწილს დიდი პროტესტი აქვს. თვითონ ამ სიტყვების მიმართაც არის პროტესტი, რუსული კანონის მიმართ.

რუსული კანონი დიდ ნეგატივს იწვევს, როგორც ყველაფერი რუსული. ეს გასაკვირი არ არის და არც პოლიტიკოსებს უნდა გაუკვირდეთ. რუსული კანონი მიუღებელია, რუსული ტანსაცმელიც რომ იყოს, მაინც მიუღებელი იქნებოდა, როდესაც რუსულია, შინაარსობრივად არც განიხილება.

დამოკიდებულება აგრესიულია, ნეგატიურია ყველაფერი რუსულის მიმართ. ჩვენ გვაქვს საწინააღმდეგო აზრი. გვიანია იმის მტკიცება, რომ არ არის რუსული, რადგან ამას უკვე რუსული ჰქვია. ამას უნდა წლები, რომ ჩვენ მენტალურად შევიცვალოთ რუსეთის მიმართ. სწორიც რომ იყო, რუსულს არ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი