ახალი ამბები

საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას – CPJ რუსულ კანონზე

4 აპრილი, 2024 • 757
საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას – CPJ რუსულ კანონზე

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი [ CPJ]  შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ  რუსული კანონიის რეინიცირებაზე. 

ამის თაობაზე განცხადება ორგანიზაციამ 4 აპრილს გაავრცელა. 

„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს  უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ [საქართველოს]  განაცხადთან  ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.  ეს  საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აცხადებს გულნოზა საიდი,  CPJ-ის ევროპისა  და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი ნიუ-იორკში.

“ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „საგარეო აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – დასძენს ის. 


  • „ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
  • კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
  • კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი