ახალი ამბები

ვერ მივიღებთ სასიცოცხლო სერვისებს – შშმ პირები და ორგანიზაციები რუსულ კანონზე 

4 აპრილი, 2024 • 988
ვერ მივიღებთ სასიცოცხლო სერვისებს – შშმ პირები და ორგანიზაციები რუსულ კანონზე 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ. 


გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

“ არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 

აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. 

ხელს შეუშლის თემში არსებული განსხვავებული აზრის არსებობას, რადგან მაშინაც კი, როდესაც გვაქვს რატიფიცირებული გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენცია, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების  ჩართულობა. 

ზემოხსენებული თემი მჭირდროდაა  დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ფინანსდება უცხოური დონორების მხრიდან. ცნობილია, რომ ძირითადად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შშმ პირთა დასაქმება, მათი ინფორმირება და მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბება/მიწოდება. სწორედ ხსენებული დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა  კონვენცია რატიფიცირებული, სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე  ჩართულობის უზრუნველსაყოფად არსებული საკონსულტაციო მექანიზმები,  ინკლუზიური განათლება სკოლებში, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან  მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. 

ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებული ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!

არა რუსულ კანონს!

ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია! 

განცხადებას ხელს აწერენ: 

ხელმომწერთა სია

  1. ანა სიხაშვილი
  2. ესმა გუმბერიძე
  3. მარიამ დარბაიძე
  4. ინგა მჟავანაძე
  5. მარი კორკოტაძე
  6. ანა მოსულიშვილი
  7. თამილა საგინაძე
  8. ივდითი კვიტია
  9. ილონა აბსანძე
  10. დავით ყვირილიანი
  11. გიორგი კისკეიძე
  12. იკო იაკობიძე
  13. ლიოვა ლუჟანსკი
  14. თათო მახარაძე
  15. სოფიო ქოქოლაძე
  16. კახა აფხაზავა
  17. სანდრო ქინქლაძე
  18. ნატო კუპატაძე
  19. გიორგი ელბაქიძე
  20. Ეკა იაკობაშვილი
  21. გოჩა ბოლქვაძე
  22. დეა ერემაშვილი
  23. ზეინაბ თურმანიძე.
  24. ანა ლორთქიფანიძე
  25. ნათია გოგოლაშვილი
  26. მარიამ დოხნაძე,
  27. ანა გოგუაძე
  28. მაკა ნათელაური
  29. შორენა შავლაყაძე
  30. საბა ვაჭარაძე
  31. ნინო ქათამაძე.
  32. მირანდა ძიძიგური
  33. ანჟელა ოვანესიანი
  34. გიორგი ენუქიძე
  35. ელენე მჭედლიშვილი
  36. გურამი გოგოლაძე
  37. ბექა გაჩეჩილაძე
  38. ლუკა გოგიტიძე
  39. სანდრო ზუხბაია
  40. ლევანი ინასარიძე
  41. საბა ჩაფრავა
  42. თათია დათაშვილი
  43. გურამ ფირცხალაიშვილი
  44. თამარ ძაგანიშვილი
  45. ნიკო ქარცივაძე
  46. დავით ქველაძე
  47. გია ჯვარშეიშვილი
  48. გიო კუპატაძე
  49. ალექსი წეველიძე
  50. ნინე ულუმბელაშვილი
  51. შორენა ძირკვაძე
  52. ლელა არაბული
  53. ოთო ამირანაშვილი
  54. ნინო აღდგომელაშვილი
  55. სოფიო ტლაშაძე
  56. დიანა ქობალია
  57. იაკობი მანჯავიძე
  58. თეა ყარაგოზიშვილი
  59. ლუკა მეზვრიშვილი
  60. ეთერი წვერავა
  61. ლია ბასილაძე
  62. ლეილა მაზიაშვილი
  63. თინა პარკაძე
  64. ნინო ღვალაძე
  65. ზაზა გამყრელიძე
  66. ნოდარ ქარცივაძე
    შალვა გულიაშვილი
  67. Ელენე ახვლედიანი
  68. ასმათი ჯანგავაძე
  69. Მანანა შარაშიძე
  70. მაია გაჩეჩილაძე
  71. თამარი ნიაზაშვილი
  72. მარიამ ამირანაშვილი
  73. მაია ხუციშვილი
  74. ივა ყაზაშვილი
  75. გიორგი გოგატიშვილი
  76. თეონა ბექაური
  77. ეკა ვეკუა
  78. მარიკა კვარაცხელია
  79. ქეთევან მახარაძე
  80. ლალი ხანდოლიშვილი
  81. ნინო ჭელიძე
  82. ლილი სულხანიშვილი
  83. ანა კოჭლამაზაშვილი
  84. თამაზ სულხანიშვილი
  85. მანანა სულხანიშვილი
  86. დალი ხაჩიაშვილი
  87. გოდერძი გოგოლაძე
  88. ნინო ქიქოძე
  89. ნინო აბელაშვილი
  90. ნუცა ჯავახაძე
  91. სოფიო ჩახაია
  92. ნათია თარბაია
  93. აქსანა ლეკიაშვილი
  94. ოლღა კალინა
  95. ზაზა კაკუშაძე
  96. ნინო მაისურაძე
  97. თამარა მიქელაძე
  98. თაკო ბაქრაძე
  99. სიმონი პეტრიდისი
  100. მზია ფიფია
  101. მაგდა ბეჟანიშვილი
  102. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  103. მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
  104. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
  105. შშმ ქალთა ალიანსი
  106. ფონდი აურესი
  107. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  108. ა(ა)იპ ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  109. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი_EPC
  110. უსინათლოთა ხმა
  111. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  112. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  113. ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  114. შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი ცვლილებების გზამკვლევი
  115. Სენტირე
  116. აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდი,
  117. ასოციაცია “ჰანგი”,
  118. აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი
  119. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  120. ააიპ მოვუსმინოთ სამყაროს
  121. ასოციაცია ნაბიმედი- ვოიტა საქართველო
  122. ნაბიჯი ხარაგაული
  123. თემი ქედელი
  124. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
  125. შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი “ალიანსი”
  126. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი