ახალი ამბები

სლოვენიის პროკურატურა ყოფილი პრემიერს ბრალს სდებს

29 სექტემბერი, 2010 •
სლოვენიის პროკურატურა ყოფილი პრემიერს ბრალს სდებს

სლოვენიის პროკურატურამ ყოფილის პრემიერ მინისტრის საქმის გამოძიება დაიწყო. მას ბრალი ქრთამის აღებაში ედება. იანეზ იანსა  ფინური იარაღის მწარმოებელი ფირმისათვის ტენდერში გამარჯვების დახმარებაშია ეჭვმიტანილი. სლოვენიის პროკურატურის წინასწარი გამოძიებით, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, მან 2 მილიონი ევრო მიიღო.

ყოფილი პრემიერი ამჟამად ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს. იგი ბრალდებას უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი