ახალი ამბები

ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა

2 აპრილი, 2024 • 1127
ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა

ამერიკელი მუსიკოსი ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა. როგორც გამოცემა წერს, მომღერლის ქონებამ წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 2023 წლის ოქტომბერში მუსიკოსის წარმატებული ტურნეს დამსახურებაა.

„ფორბსის“ მიხედვით, ტეილორ სვიფტის ქონება 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის პირველი მუსიკოსია, რომელიც მილიარდერთა სიაში მხოლოდ საკუთარი სიმღერებისა და წარმოდგენების წყალობით მოხვდა.

„ფორბსის“ მონაცემებით, დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი ტეილორ სვიფტმა ტურნეთი და საავტორო ჰონორარებით დააგროვა, მისი მუსიკალური კატალოგის ღირებულება კი დამატებით 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, გამოცემის ცნობით მომღერალი ფლობს 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას.

გარდა დიდი ფინანსური მოგებისა, გასული წელი მომღერლისთვის წარმატებული იყო ჯილდოების თვალსაზრისითაც. ტეილორ სვიფტი გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც გრემი საუკეთესო ალბომის კატეგორიაში ოთხჯერ მიიღო.

სვიფტთან ერთად, „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში პირველად მოხვდა ChatGPT-ს შემქმნელი სემ ალტმანიც, რომლის ქონებაც 1 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

ასევე წაიკითხეთ: რატომ დაუპირისპირდნენ ტეილორ სვიფტს ამერიკელი ულტრამემარჯვენეები

მასალების გადაბეჭდვის წესი