ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამ ეტაპზე სომხეთის EU-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

29 მარტი, 2024 • 1021
ამ ეტაპზე სომხეთის EU-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

27 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის საკითხს.

„ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება. არ მგონია, რომ ეს მოხდეს. სომხეთს განაცხადი არ შეუტანია და ელოდება, რომ გაწევრიანდეს ან მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რომ, როგორც საქართველოს და თურქეთს, წლების განმავლობაში ლოდინი არ მოგვიწიოს. სომხეთში ბევრი სტანდარტი უნდა შეიცვალოს. განაცხადის შეტანის შემთხვევაშიც კი საკითხავი ის არის, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, — განაცხადა ალენ სიმონიანმა.


5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის, რომლის შესახებაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. 

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი