ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები დაბლოკეს

29 მარტი, 2024 • 1474
სომხეთში ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები დაბლოკეს

სომხეთში დაიბლოკა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები, რომლებიც ამ ქვეყნაში РТР-Планета-ზე გადის:  „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“.

სომხეთის ტელერადიომაუწყებლობის ქსელის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლების მუდმივი დარღვევის გამო.

შეთანხმების ეს მუხლები ადგენს, რომ მხარეებმა არ უნდა დაუშვან შიდა პოლიტიკაში ჩარევა და გამორიცხონ შეურაცხმყოფელი შინაარსი.

„სპუტნიკ-სომხეთის“ ცნობით, ამ გზით РТР-Планета გააგრძელებს სომხეთში მაუწყებლობას საზოგადოებრივ მულტიპლექსში (ანუ საზოგადოებრივი სამაუწყებლო ქსელით), მაგრამ გადაცემები „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ სომხეთის ტერიტორიაზე არ გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი