ახალი ამბები

ბალტიმორში გემის დაჯახების შედეგად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც ავტომობილებიც მოძრაობდა – Video

26 მარტი, 2024 • 2067
ბალტიმორში გემის დაჯახების შედეგად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც ავტომობილებიც მოძრაობდა – Video

რამდენიმე საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში — სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე არსებულ ხიდს დაეჯახა და მთლიანად ჩამოანგრია.

შემთხვევის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ინგრევა დიდი ზომის ხიდი და წყალში როგორ ცვივდება ხიდზე მყოფი ავტომობილები.

ადგილობრივი მედია ბალტიმორის სახანძრო სამსახურის სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მდინარეში, სულ მცირე, 7 ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი ჩავარდა. მათი ბედი ამ დროისათვის უცნობია.

ბალტიმორის მერმა ბრენდონ სკოტმა X-ზე დაწერა, რომ მიემართება შემთხვევის ადგილისკენ, ადგილზე კი ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი