ახალი ამბები

სკოლაში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს, მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია

26 მარტი, 2024 • 1172
სკოლაში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვეს, მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. სკოლაში ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ბავშვს „ალერგიული რეაქცია“ აღენიშნებოდა.

ბავშვების და მასწავლებლების ნაწილი პრევენციულად საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ არცერთის მათგანის მდგომარეობა მძიმე არაა.

32-ე სკოლაში აცხადებენ, რომ სკოლის დირექცია მოკვლევას აწარმოებს.

გარეკანის ფოტო: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი