ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

23 მარტი, 2024 • 2049
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

„სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი, რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი“, — წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თენგიზ ჭანიას გარდაცვალებას. აცხადებს, რომ „საელჩო ჩართულია და შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი