ახალი ამბები

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი

20 მარტი, 2024 •
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, არის მსხვერპლი

20 მარტს რუსეთმა უკრაინის ქალაქ  ხარკოვზე მიიტანა იერიში.  ქალაქის ერთ-ერთი უბნის დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. 

ინფორმაცია, უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის მერმა გაავრცელა:

 „ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ხარკოვის ერთ-ერთ უბანს.  ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს”, – განაცხადა სერგეი ბოლვინოვიმ. 

მოგვიანებით დადასტურდა, რომ დაბომბვას მსხვერპლიც მოჰყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი