ახალი ამბები

50-მდე ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა ვერ დაიხურება

20 მარტი, 2024 • 713
50-მდე ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა ვერ დაიხურება

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის საკითხი დახურულია.

50-მდე ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს. რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. პირველ რიგში ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  3. დემოკრატიის მცველები
  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  5. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  6. სამოქალაქო იდეა
  7. ეკო ცენტრი
  8. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  9. პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
  10. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
  11. შშმ ქალთა ალიანსი
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  13. მედიაომბუდსმენი
  14. ქალი და განვითარება
  15. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  16. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  17. საორსა
  18. ფენიქსი 2009
  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  21. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  22. კანონის უზენაესობის ცენტრი
  23. შავი ზღვის ეკო-აკადემია (BSEA)
  24. მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები”
  25. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  26. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“
  27. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  28. მრავალეროვანი საქართველო
  29. საფარი
  30. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  31. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“
  32. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  33. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
  34. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
  35. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  36. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  37. საუნჯე
  38. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  39. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  40. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
  41. სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი
  42. ღია სივრცე კავკასია (COS)
  43. ნეოგენი
  44. სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი
  45. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Mestia)
  46. უფლებები საქართველო
  47. მწვანე ალტერნატივა

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთავაზება ანტიკონსტიტუციურია და მის განხორციელებას არ აპირებს, უზენაესი სასამართლოს სახელით კი გავრცელდა განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოხატული მსგავსი შეთავაზების შესრულებაზე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

ამ თემაზე:

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი