ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია

18 მარტი, 2024 • 767
იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია.

სტოლტენბერგი შეხვედრას მართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ტურს მართავს. ის 17 მარტს ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ“ და ბაქოს მოუწოდა, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა აზერბაიჯანის მხარდაჭერას და რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდა გააქტიურებისკენ: „საჭიროა მეტი მხარდაჭერა, რადგან უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“.

თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი