ახალი ამბები

პუტინი უკონკურენტო არჩევნებში ხმების თითქმის 90%-ს აგროვებს

17 მარტი, 2024 • 1218
პუტინი უკონკურენტო არჩევნებში ხმების თითქმის 90%-ს აგროვებს

რუსეთის ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რეალური ოპოზიციის გარეშე ჩატარდა, ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.

არჩევნების პირველადი შედეგებით (დათვლილია ხმების 25%) პუტინი 88%-ს აგროვებს.

ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს.

კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 15-17 მარტს იმართება.

არჩევნებში ფორმალურად ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია), ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) და ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი). „მედუზას“ ინფორმაციით, პუტინის კონკურენტები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი კრიტიკისგან თავს იკავებდნენ.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა რეალური ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და არც ომის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე კანდიდატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი