ახალი ამბები

რუსეთმა ოდესა დაბომბა — დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის სასწრაფოს ექიმი და მაშველი

15 მარტი, 2024 • 2598
რუსეთმა ოდესა დაბომბა — დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის სასწრაფოს ექიმი და მაშველი

ოდესაში დაბომბვამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ მცირე, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც უკრაინული მედია ქვეყნის პროკურატურასა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე ადგილას მეორე ჭურვიც ჩამოაგდეს, რამაც სასწრაფოს ექიმის და მაშველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის პირველადი დახმარების ეკიპაჟის კიდევ 7 წევრი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი ამ დრომდე ზუსტდება და შეიძლება გაიზარდოს. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ დაშავებული ექიმების და მაშველების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი