ახალი ამბები

ანსამბლ  “ფესვებს” პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა აუკრძალეს – სალომე ზურაბიშვილი 

14 მარტი, 2024 • 3091
ანსამბლ  “ფესვებს” პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა აუკრძალეს – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ანსამბლ “ფესვების” წევრები,  რომლებიც აჭარიდან მოდიოდნენ თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, “გზიდან გააბრუნეს”:

“ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი “ფესვები”, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან და დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის გამოსვლა.

თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხაროა და მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს ამ ფორმით. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ძალიან ვწუხვარ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი