ახალი ამბები

1 ივლისიდან უქმდება 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები

14 მარტი, 2024 •
1 ივლისიდან უქმდება 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება პირადობის არაელექტრონული (ლამინირებული) მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რატომ იქნება პრობლემური ძველი პირადობების დაბრუნება არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი