ახალი ამბებიკინო

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინოჩვენებები იწყება

27 სექტემბერი, 2010 • • 1309
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინოჩვენებები იწყება

ძმები პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი ,,მამა ბატონი’’ 7 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველკვირეულ კინოჩვენებებს გახსნის.

 კინოს მოყვარულებს 7 ოქტომბრიდან ექნებათ საშუალება ბიბილიოთეკაში ჩვენებებს უფასოდ ყოველკვირეულად დაესწრონ.

 კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც კინოხელოვნების ნიმუშებს ცნობილ კნოკრიტიკოსებთან ერთად მაყურებელიც განიხილავს.

 პირველ ჩვენებაზე ფილმს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წარმოადგენს.

 ,,ძმების პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი ”მამა ბატონი”  სარდინიელი მეცხვარის შვილის, ჯავინო ლედას ნამდვილ ამბავს ასახავს.

6 წლის ჯავინო დაწყებით სკოლის კლასში ზის. უეცრად  მამა შემოდის და მასწავლებელს და მოსწავლეებს განუცხადებს, რომ მისმა შვილმა სკოლა უნდა დატოვოს და ცხვრები მწყემსოს. ოჯახს ასე სჭირდება. მომდევნო 14 წელს ჯავინო დესპოტი მამის მეთვალყურეობის ქვეშ, სარდიინიის მთებში, ცხვრების მწყემსვაში გაატარებს. თუმცა ცნობისმოყვარე ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს სწავლას და მამის წინააღმდეგ ჯანყდება. მოგვიანებით ჯავინოს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ და სწორედ აქ იწყება მისი დამოუკიდებელი ცხოვრების გზა. ფილმის გმირი თავის ისტორიას წიგნადაც გამოსცემს.

”მამა ბატონი” გადაღებულია ჯავინო ლედას ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით. ფილმი მრავალი პრიზის მფლობელია, მათ შორის, 1977 წელს  დაჯილდოვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრით და კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის –  FIPRESCI -ის პრიზით’’, – წერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერძე. 

 ფილმის ჩვენება ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადშექმნილ აუდიტორიაში გაიმართება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა წინასწარ უნდა გააგზავნოს სახელი და გვარი ელექტრონულ მისამართზე mchkonia@nplg.gov.ge.

 კინოჩვენება 17.00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი