ახალი ამბები

თამბაქოს წარმოება საქართველოში 22%-ით გაიზარდა

27 სექტემბერი, 2010 •
თამბაქოს წარმოება საქართველოში 22%-ით გაიზარდა

2010 წლის მეორე კვარტალში თამბაქოს წარმოება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22 %-ით გაიზარდა,აცხადებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ასევე გაიზარდა საკვები პროდუქტების,მათ შორის სასმელების წარმოება.

მრეწველობის პროდუქციის გამოშვებაში, 2010 წლის მეორე კვარტალში პროდუქციის მთლიანი მოცულობის 75%, გადამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის.

გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, ყველაზე დიდი წილი საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე მოდის (38%), მას მოჰყვება მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (29%), დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება (8%), ქიმიური წარმოება (7%), სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების წარმოება (5%) და ა. შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი