ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, “ახალს”, ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი შეუერთდა.
ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში.
მაია კოპალეიშვილს საჯარო უწყებებსა და მოსამართლედ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე. პარალელურად, ეწევა აკადემიურ საქმიანობას – თითქმის 20 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია. არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
მაია კოპალეიშვილი იცავდა სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა “ქართულმა ოცნებამ” მისი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა დღის წესრიგში.
ამავე თემაზე: